დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - გამოხმაურება

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და მათ „ბანდერლოგებს“ უწოდებს. „ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, ადამიანის არჩევანს, მის თავისუფლებას – მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს,“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

„ფედერალისტების“ ლიდერი პოსტით პარტია „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც ანა წითლიძემ გვარამიას წარსული პოლიტიკური წყენები გაუხსენა და შეახსენა, რომ ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაძარცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც.