დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში 

21:35, 30.04.2026

26 მაისისთვის დაანონსებული საპროტესტო შეკრების დასაორგანიზებლად ოპოზიციის ალიანსი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ ალიანსის წევრები ელექტორატს ამჯერად ფოთში შეხვდნენ. შეხვედრები მედიისთვის დახურულია. წინა შეხვედრების მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობა“ არც ფოთში იყო წარმოდგენილი. სწორედ ამ პარტიის ლიდერის განცხადებებს და ალიანსის სამოქმედო გეგმისადმი უკმაყოფილებამ გამოიწვია შიდა დაპირისპირება, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ყოფილი მმართველი პარტიის წევრების თქმით, ამ ეტაპზე ალიანსში რჩებიან, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ალიანსის წევრებისადმი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას იზიარებენ. ექს-პრეზიდენტის თანაპარტიელები ამბობენ, რომ სააკაშვილის დაკნინებას და მისგან დისტანცირებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

მსგავსი