„ოპოზიციური ალიანსსა“ და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეა განცხადებებს აქვეყნებს და ალიანსს მათ სამოქმედო გეგმას უწუნებს, თუმცა ამავე ალიანსიდან გასვლას მაინც არ აპირებს, რადგან მისი განცხადებით, ეს ახლა არარელევანტური საკითხია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება. სააკაშვილის კრიტიკა „ოპოზიციურმა ალიანსმა“ პერსონალურ თავდასხმად შეაფასა. დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ თავიდანვე ნათელი იყო, ალიანსი დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა ერთობას.