დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში 

ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოება, სულ უფრო მწვავდება. დაპირისპირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტით დაიწყო, პერსონალურ  მძიმე ბრალდებებში გადაიზარდა და ამ დრომდე გრძელდება.

ექს-პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარ უპირატესობაზე ხაზგასმა დაუწუნეს და ალიანსის პრინციპები განუმარტეს, გაჩერებას არ აპირებს. ყოფილი თანაგუნდელების მოქმედ ხელისუფლებასთან გარიგებაში მხილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ არც წესებს დაემორჩილება და არც ალიანსიდან გასვლას გეგმავს.

როგორ უნდა მოახერხოს ხალხის მობილიზაცია და ხელისუფლების ცვლილება ალიანსმა, რომელიც ამ დრომდე ურთიერთთავდასხმების რეჟიმშია – ეს კითხვა მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის იმ ნაწილსაც აქვს ვინც, მორიგ ოპოზიურ ერთობას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. რა პერსპექტივა აქვს რამდენიმე კვირის წინ შექმნილ ალიანსის, ეს 26 მაისს ან უფრო ადრე გამოჩნდება, მანამდე კი მიხელ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მხილების არაერთ სერიას უანონსებს.