დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წევრი პარტიები მათ რიგებში არ მოიაზრებენ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია გაერთიანების დატოვებას არ აპირებს. ალიანსში ღიად ამბობენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთობის საქმიანობაში ჩართული არ არის. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ესხმის თავს ალიანსის ცალკეულ წევრებს და სამოქმედო სტრატეგიას უწუნებს. ოპოზიციური ერთობის ხედვებით და გეგმებით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა მთავარი ამოცანა საკუთარი პარტიის განახლებაა, მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანთან.