დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში 

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წევრი პარტიები მათ რიგებში არ მოიაზრებენ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია გაერთიანების დატოვებას არ აპირებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ესხმის თავს ალიანსის ცალკეულ წევრებს და უწუნებს სამოქმედო სტრატეგიას. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე თვეებია, არ იღებს ალიანსის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას,“ – აცხადებს ნიკა გვარამია. ასევე, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს ბანერებიდან ამოიღებენ. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებას გეგმავს და რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, კონსულტაციებია ნანუკა ჟორჟოლიანთან.