დაპირისპირება გრძელდება ოპოზიციის ალიანსში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ პარტია ალიანსში რჩება და მუშაობას განაგრძობს. ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ალიანსში, ფაქტობრივად, ფორმალურად არის. “„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის არც ერთ სხდომაზე არ დადის და ბოლო თვე-ნახევარია არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ – განაცხადა გვარამიამ. გარდა ამისა, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს ალიანსის ბანერებიდან ამოიღებენ. „ახლა უბრალოდ ხარჯის გაწევა გვეზარება“ – თქვა ჩერგოლეიშვილმა. ალიანსში არმყოფი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ არ უკვირთ ის, რაც ოპოზიციის ალიანსში ხდება. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც.