ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს და მათ „ბანდერლოგებს“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „მეგობრებო – ასეთია მონად შობილი, ხბო-მადიდიდებელი ბანდერლოგი. ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, ადამიანის არჩევანს, მის თავისუფლებას – მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს. ამ ბანდერლოგების ლოგიკით, სააკაშვილმა შევარდნაძის რესურსი არალეგიტიმურად გამოიყენა – უნდა ჩაყოლოდა კორუფციის ჭაობში. სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება” – წერს ჩერგოლეიშვილი. ფედერალისტების ლიდერი ამ პოსტით პარტია „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც ანა წითლიძემ გვარამიას წარსული პოლიტიკური წყენები გაუხსენა და შეახსენა, რომ გვარამიამ ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაძარცვა.