ვიდრე მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს დაიწმინდება, მისი დაფუძნებული პარტიის ახლანდელი და ყოფილი წევრები ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად ამღვრევენ იმ მდინარეს, რომელშიც ყველა ჯერზე პოლიტიკური მიზნებითა და მიზანშეწონილობით შედიან. ასეთია ვითარება ალიანსში, სადაც დევიზი „ერთობა ერთად გამარჯვებისთვის“ დიდი ხანია პოლიტიკურ ლექსიკაში აღარ გამოიყენება. თუმცა, არის შეურაცხმყოფელი გზავნილები, ძველი პოლიტიკური ცოდვები და ახალი ბრალდებები, რომლებიც მრავალფეროვანია. ღალატის ისტორია, ძარცვა, ამომრჩევლების გადაბირება, სადავო 40 მილიონი – ჩამონათვალი ვრცელია.
იდეა თუ ინტერესები და ფული – რას ვერ იყოფენ ყოფილი თანაგუნდელები.