ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას ურთიერთკრიტიკის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შესაძლებლობებისა და როლის შესახებ, კრიტიკული პოზიციებს აფიქსირებენ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია და თამარ ჩერგოლეიშვილი. დავის საგანია მათ შორის ის საკითხიც, რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ რომელს წაართვა მხარდამჭერები და ამ შემთხვევაში დავა, პარტია „ახალისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობას ეხება. ნიკა გვარამია წერს, რომ სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაციონალურმა მოძრაობას“ არაფერი გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს. კიდევ უფრო კრიტიკულია თამარ ჩერგოლეიშვილი. თავის მხრივ არაობიექტურს უწოდებენ ამ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა და არა ოპოზიციასთან დაპირისპირება.