დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, – ეს თემა ქართულ ოპოზიციაში ისევ განხილვის საგანია.

ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ამ თემაზე  ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მომხდარ დაპირისპირებას დღეს შეფასებები ქართულ ოპოზიციაშიც მოჰყვა. ირკვევა, რომ გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ იზიარებს, ყოფილი ხელისუფლების წევრებისთვის, ყოფილი ლიდერი ერთპიროვნულ მმართველობასთან ასოცირდება. გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის დებატებში ერთმანეთს პოლიტიკური პარტნიორები, გუბაზ სანიკიძე და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. სანიკიძემ მიხელ სააკაშვილის ჩამოსვლასა და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, რასაც ნიკა მელიას გაღიზიანება მოჰყვა.