დაპირისპირება ოპოზიციაში 

ინაუგურაციისთვის მზადების პარალელურად, ოპოზიციის შიდა დაპირისპირება ნაწილობრივ საჯარო ხდება. სალომე სამადაშვილის მოსაზრება დაგეგმილ აქციაზე მწვავედ გააკრიტიკა მისივე თანაგუნდელმა. ნინო კალანდაძის განცხადება სამადაშვილის იმ სიტყვებს მოჰყვა, სადაც დეპუტატი ინაუგურაციის დღეს პროტესტს არასწორად მიიჩნევს და იდეას არ უერთდება.

სამადაშვილი თვლის, რომ მოთხოვნები ოპოზიციის მიზნების შესაბამისი არ არის. აღნიშნულს კალანდაძემ სოციალურ ქსელში სტატუსიც მიუძღვანა, სადაც ვკითხულობთ –  “შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან.