დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები

18:34, 05.05.2026

ოპოზიციის ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება. ამ გეგმის პარალელურად არ წყდება შიდა დაპირისპირებები.

ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებს „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია. ამის მიზეზად, საკუთარი პარტიის მიერ იმავე დღეებში დაგეგმილ სამ ნაბიჯიან კამპანიას ასახელებენ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და ალიანსშიც ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული უთანხმოებები და მძიმე დისკუსიები, თუმცა ეს არ ნიშნავს ალიანსის დაშლას. მმართველ პარტიაში კი ალიანსის დაანონსებულ „კარდაკარს“ „სკამ და სკამს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ალიანსი ხალხის მობილიზაციას ვერ შეძლებენ.

მსგავსი