დაპირისპირება ოპოზიციაში - შეფასებები

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება და რეგიონებში დახურულ შეხვედრებს აგრძელებს. თუმცა ალიანსში ბოლო დროინდელი შიდა  დაპირისპირების ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ამომრჩევლებთან დისკუსიებს არ დასწრებია. შიდა განხეთქილება მიხეილ სააკაშვილის წერილებმა და სამოქმედო გეგმის საჯარო კრიტიკამ გამოიწვია. მის პოზიციას რეკომენდაციებად მიიჩნევენ თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ ეტაპზე ალიანსის დატოვებას არ აპირებენ. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას კვლავ გარე ძალების დირექტივების შემსრულებელს უწოდებს.