დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები

18:10, 02.05.2026

ოპოზიციის ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება. პარალელურად კი იზრდება შიდა დაპირისპირებაც. ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის წერილები და ალიანსის სამოქმედო გეგმის საჯარო კრიტიკაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებს არ დასწრებია. ყოფილი მმართველი პარტიის წევრები დაანონსებულ საპროტესტო შეკრებამდე დამოუკიდებელ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.

ალიანსის დანარჩენი წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და იმ ხელმოწერილ შეთანხმებას ახსენებენ, რომელიც ერთმანეთის თანასწორებად მიჩნევას და თავდასხმებისგან თავშეკავებას გულისხმობს. ალიანსში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში.

მსგავსი