დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები
შეძლებენ თუ არა ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური ძალები საერთო პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო გაერთიანებას – ეს საკითხი პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მიმართვამ ისევ გაააქტიურა. ხაბეიშვილი ხელისუფლების ოპონენტებს ტაქტიკას უწუნებს და მათ ერთიანობისკენ მოუწოდებს, რაც მათ შორის, მასშტაბური აქციების გამართვისკენ. პარალელურად, ბრალდებები არ წყდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალის“ წევრებს შორის. ბრალდებები ხელისუფლებასთან ნიკა გილაურის შუამავლობასა და წინასაარჩევნოდ 40 მილიონიანი დაფინანსების მიღებაზე კვლავ აქტუალურია.