დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები

12:10, 14.09.2026

ოპოზიციაში გრძელდება შიდა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები – ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს კვლავ ძველ პოლიტიკურ შეცდომებს ახსენებენ. პარტია „ახალის“ წევრებისთვის ანა წითლიძის შეთავაზებული დებატები არასერიოზულია და ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ინტერესიც არ არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ მათი პარტიის მიმართ ნიკა გვარამიას ბრალდებები ცილისწამებაა, თუმცა, თემა დახურულია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება გარე დაფინანსებას უკავშირდება, რადგან საგრძნობლად შეუმცირდათ.

მსგავსი