დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები 

12:12, 10.09.2026

ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება – მთავარი აქტორები „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლის“ ლიდერები არიან. ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასთან გარიგებას, სოლიდური თანხების დაფინანსებასა და ოპოზიციური ერთობის მიზანმიმართულად ჩაშლას ეხება.

ნიკა გვარამიამ, ახსნა-განმარტებით წერილში, ბრალდებები ხელისუფლებასთან ნიკა გილაურის შუამავლობისა და წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღების შესახებ, ცილისწამებად შეაფასა. გვარამიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი ქართული პოლიტიკის „ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებსა და მატყუარებს გადასცა ხელში. „მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციოები და სდიოს „ახლებს“ ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოჰყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიჰქონდა და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს,“ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი