დაპირისპირება ოპოზიციაში – გამოხმაურებები

12:14, 02.07.2026

ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს შორის უთანხმოება გრძელდება. კომენტარები კეთდება შიდაპარტიულ გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც მათ ბოლო წლების განმავლობაში მიიღეს. ამჯერად, ლევან ხაბეიშვილმა თავის პოზიციებზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მის ჩანაცვლებაზე. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მას „დონეს“ უწუნებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან რეალურად ოპოზიციაში მაშინ არავინ გაერთიანებულა და საბოლოოდ ყველა ციხეში გააერთიანეს. რაც შეეხება ალიანსში მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად ურთიერთბრალდებებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გაერთიანების წევრად ამ დრომდე რჩება. მმართველი გუნდი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სერიოზულად ვერ აღიქვამს და ალიანსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკურ ცირკს უწოდებს.

მსგავსი