დაპირისპირება ოპოზიციაში – გამოხმაურებები
ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს შორის უთანხმოება გრძელდება. მთავარი აქცენტები კეთდება შიდა პარტიულ გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც მათ ბოლო წლების განმავლობაში მიიღეს. ამჯერად, ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მის ჩანაცვლებაზე ისაუბრა. აღნიშნა რომ „დონეს“ უწუნებდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან რეალურად ოპოზიციაში მაშინ არავინ გაერთიანებულა. ოპოზიციურ ალიანსში ურთიერთბრალდებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გაერთიანების წევრად ამ დრომდე რჩება.