დაპირისპირება ოპოზიციაში დაფინანსების გამო

სწორედ დაფინანსებაა ახალი დაპირისპირების თემა ოპოზიციაში. ისმის ურთიერთბრალდებები. პარტიებს, რომლებმაც დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, მწვავედ აკრიტიკებს ნიკა გვარამია და განცხადებას აქვეყნებს. „სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, აი მესმის. წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.

მამუკა ხაზარაძე კი განმარტავს: პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. მის პოზიციას იზიარებს თინა ბოკუჩავაც.