დაპირისპირება ოპოზიციაში

ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად შენარჩუნდება ოპოზიციური ერთობა და გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლაზე. გვარების დაკონკრეტების გარეშე, ოპოზიციაში მყოფი ცალკეული პირები მათივე პარტნიორების თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცნენ. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შვიდი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს.

კრიტიკის კუთხით ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოირჩეოდნენ, რომლებიც ოპოზიციის რიგებიდან ზოგიერთი წევრის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავენ. მართალია, მისი გვარი არ უხსენებიათ, თუმცა მძიმე ბრალდებები უპასუხოდ არ დაუტოვებია გიორგი ვაშაძეს, რომელიც დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსებზე თავდასხმაზე ალაპარაკდა.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, შეიცვალა თუ არა მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ოპოზიციაში პოზიციები.