დაპირისპირება ოპოზიციაში
ბრალდებები ოპოზიციური ერთობის ჩაშლაზე, ფინანსურ გარიგებებსა და პოლიტიკურ მანიპულაციებზე – ოპოზიციურ ველზე კვლავ აქტუალურია. მთავარი აქტორები კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობისა’’ და პარტია „ახლის“ ლიდერები არიან. ხელისუფლებასთან ნიკა გილაურის შუამავლობისა და წინასაარჩევნოდ 40 მილიონიანი დაფინანსების მიღების შესახებ ბრალდებებს, „ახალში“ ცილისწამებად აფასებენ. სააკაშვილის გუნდში კი – გვარამიას თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფულსა და ნიკა გილაურზე, ისევე როგორც სხვა საკითხებზე, არადამაჯერებელია. ხელისუფლების ოპონენტებს ციხიდან ლევან ხაბეიშვილიც აკრიტიკებს და მათ ერთიანი მოქმედებებისკენ, მათ შორის, მასშტაბური აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ფლანგზე გამწვავებული დაპირისპირების ფონზე კი – პოლიტიკურ სპექტრში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა – რამდენად აქვს ოპოზიციურ ერთობას რაიმე სახის რესურსი.