დაპირისპირება ოპოზიციაში

21:06, 12.09.2026

ოპოზიციაში ისევ ერთმანეთის პოლიტიკურ ცოდვებს ითვლიან – დაპირისპირების ბუღალტერია 40 მილიონსა და გაყიდულ საარჩევნო სიებს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის შემდეგ, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩია გახდა, რომელსაც „ახალის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ აგენტს“ უწოდებს. „თავისუფალი ხალხის პარტიაში“ მტკიცებულებებს ითხოვენ და ნიკა გვარამიას დებატებში იწვევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს კი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან სთხოვენ განმარტებებს იმ 40 მილიონის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მტკიცებით, „ახალის“ ლიდერმა 2024 წლის არჩევნების წინ მიიღო და როგორც ბრალდებების ავტორები ირწმუნებიან, ამ მილიონების პოლიტიკური ფასი ოპოზიციამ მარცხით გადაიხადა.

ვინ რისთვის იბრძვის ქართულ ოპოზიციაში – დესი ვარდოსანიძის სიუჟეტი.

 

მსგავსი