დაპირისპირება ოპოზიციაში 

21:23, 11.09.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ნიკა გილაურისგან ფულის აღებასა და ხელისუფლების მოკავშირეობაში დადანაშაულებული ნიკა გვარამია შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ანი წითლიძეს მიმართავს, თუმცა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. პარტია „ახლის“ ლიდერი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დღითიდღე უარესდება და სააკაშვილი ვითარების გამოსწორებას სხვა პარტიებზე თავდასხმებით ცდილობს. გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იაგო ხვიჩიას კოორდინირებულ ქმედებებში ადანაშაულებს. გვარამიას განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ მხოლოდ 10 მილიონი დაიხარჯა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არადამაჯერებელია. ანი წითლიძე განმარტებებს და დებატებს ითხოვს.

ვინ მოისყიდეს და ვინ ვისი აგენტია – ოპოზიციურ ველზე ამ თემაზე დაწყებული დაპირისპირება სავარაუდოდ კიდევ უფრო გამწვავდება.

მსგავსი