დაპირისპირება ოპოზიციაში

21:13, 26.08.2026

„ნაციონალურ მოძრაობასა“და კოალიცია ,„ცვლილებისთვის”“ ლიდერებს შორის ურთერთბრალდებები არ წყდება. თუ მანამდე პარტია „ახალის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების განცხადებებს ზოგადი კომენტარებით პასუხობდა, ამჯერად ნიკა გვარამიას ტონი საკმაოდ მკაცრია. სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი ექს-პრეზიდენტს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილმა თავად დაიწყო. პოლიტიკური კორუფციის და ხელისუფლებასთან გარიგების ბრალდებების პასუხად, გვარამია ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” თვითგანადგურების რეჟიმშია. რაც შეეხება ოპოზიციურ ალიანსს, სადაც ორივე პოლიტიკური ძალა კიდევ შვიდ პარტიასთან ერთადაა მარტის შემდეგ გაწვევრიანებული -,,ახალის” ლიდერი განმარტავს, რომ მისი პარტია ალიანსში რჩება. გაურკვეველია „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლა – დარჩენის საკითხი: პარტიაში არ უარყოფენ, რომ ალიანსში ყოფნა მათთვის პრიორიტეტული საკითხი არ არის.

მსგავსი