დაპირისპირება ოპოზიციაში
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. პარტიის თანამდებობრივი განახლებისა და სამოქმედო ტაქტიკის გარშემო, აზრთა სხვადასხვაობაა. ირკვევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თავის დროზე, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებაზეც. ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიური ერთობა უნდა დატოვოს. თინა ბოკუჩავა კი გაერთიანების დატოვებას არათანმიმდევრულად მიიჩნევს.