დაპირისპირება ოპოზიციაში

12:15, 25.06.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. პარტიის თანამდებობრივი განახლებისა და სამოქმედო ტაქტიკის გარშემო, აზრთა სხვადასხვაობის მიღმა, ირკვევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავის დროზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებაზეც. ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური ერთობა უნდა დატოვოს. თინა ბოკუჩავა კი – გაერთიანების დატოვებას არათანმიმდევრულად მიიჩნევს.

რა სამოქმედო გეგმა აქვთ და დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ერთობას, – ეს უახლოეს პერიოდში, პარტიის საბჭოს სხდომაზე გაირკვევა.

მსგავსი