დაპირისპირება ოპოზიციაში 

21:18, 23.06.2026

მოსალოდნელი ცვლილებები და გადაჯგუფებები „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელებამ შიდა დაპირისპირება გააღრმავა. ყოფილი პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებებმა და პარტიის ბოლოდროინდელი პოზიციონირებისა თუ მენეჯმენტის ირიბმა კრიტიკამ გუნდის შიგნით ლიდერების და წევრების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ჟორჟოლიანს ცალკეულმა წევრებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ არა თავდასხმები, არამედ მეტი შორსმჭვრეტელობაა საჭირო. ირიბი კრიტიკა იკითხება თავად პარტიის პატიმრობაში მყოფი ლიდერის დღევანდელ წერილშიც – რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო სააკაშვილმა თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატს უსაყვედურა, მოქმედი თავმჯდომარე კი, რომელმაც სააკაშვილის არჩევანის შესახებ მოულოდნელად გაიგო, შეაქო. პარტიაში კრიზისულ ვითარებას ადასტურებენ და არც იმას უარყოფენ, რომ თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებიც იქნებიან. ბოლო დღეების გზავნილები საეჭვოს ხდის, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორი ჟორჟოლიანის კანდიდატურის განხილვის შემთხვევაში.

მსგავსი