დაპირისპირება ოპოზიციაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. პარტიის თანამდებობრივი განახლებისა და სამოქმედო ტაქტიკის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის მიღმა, ირკვევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავის დროზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებაზეც. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის რჩეულს, ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური ერთობა უნდა დატოვოს. თინა ბოკუჩავა კი გაერთიანების დატოვებას არათანმიმდევრულად მიიჩნევს. პარტიის ლიდერების მუშაობა სასამართლო პროცესზე გააკრიტიკა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი არც ოპოზიციური პარტიების კრიტიკას მორიდებია და პარტია „ახალსა“ და „ლელოს“, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, ბიზნესპროექტები უწოდა. დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ერთობას, ეს უახლოეს პერიოდში პარტიის საბჭოს სხდომაზე გაირკვევა.