დაპირისპირება ოპოზიციაში

ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ პარტია ალიანსში რჩება და მუშაობას განაგრძობს.

რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს – ნიკა გვარამიას აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ალიანსში, ფაქტობრივად, ფორმალურადაა. ამასთან, გვარამიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის არცერთ სხდომაზე არ დადის და ბოლო თვენახევარია, არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებებში.