დაპირისპირება ოპოზიციაში

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს, ალიანსის ბანერიდან ამოღების შესახებ, განხილვის თემაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება“ – დაწერა ფედერალისტების ლიდერმა. გიგა ბოკერიას განცხადებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის მიღმა თავად დააყენა. საპასუხოდ, ყოფილი პრეზიდენტის პარტია, ალიანსის წევრებს სამიზნის გასწორებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, მასთან ბრძოლით კი ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ალიანსის შიდა ბრძოლები ბუნებრივი პროცესია და ამას ისედაც ვარაუდობდნენ.