დაპირისპირება ოპოზიციაში 

21:45, 01.05.2026

ოპოზიციის ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება. შიდა დაპირისპირება მზადების ფორმებშიც იგრძნობა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებს არ დასწრებია. ყოფილი მმართველი პარტიის წევრები დაანონსებულ საპროტესტო შეკრებამდე დამოუკიდებელ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერის წერილებმა და ალიანსის სამოქმედო გეგმის საჯარო კრიტიკამ გამოიწვია შიდა განხეთქილება. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არა თავდასხმებად, არამედ რეკომენდაციებად მიიჩნევს და შენიშვნებსაც იზიარებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ემ ეტაპზე პარტია ალიანსში რჩება. პასუხად ალიანსის დანარჩენი წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და იმ ხელმოწერილ შეთანხმებას ახსენებენ, რომელიც ერთმანეთის თანასწორებად მიჩნევას და თავდასხმებისგან თავშეკავებას გულისხმობს. ცხრა პოლიტიკური ძალის მიერ ფორმირებული ალიანსი მარტის დასაწყისში დაფუძნდა.

მსგავსი