დაპირისპირება ოპოზიციაში 

21:20, 09.07.2025

ევროპარლამენტის რეზოლუციამ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა.

იგულისხმება ჩანაწერი მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელსაც ევროპარლამენტარები პოტენციური მონაწილეებისთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ და კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების გარეშე მასში მონაწილეობას არ ეთანხმებიან. მითითებული პუნქტი დამატებითი არგუმენტია იმ ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებისთვისაც 4 ოქტომბრის არჩევნები წითელი ხაზია. კრიტიკა და თავდასხმები სულ უფრო მზარდია „ლელოზე“, რომელმაც რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ, გიორგი გახარიას მსგავსად, საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა. ის, რაც თბილისის მოგების, ხელისუფლების დამარცხების და პოლიტიკური ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტია ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიისთვის, მმართველ პარტიასთან გარიგებაა არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისთვის. არც ბოიკოტი და არც არჩევნებში მონაწილეობა – ასეთია გზავნილი წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერისგან, რომლის მიმართაც ოპოზიციის ნაწილი კრიტიკას არ იშურებს. სალომე ზურაბიშვილის მთავარი მოწოდება ერთობაა, რომელიც მიუღწეველ ამოცანად რჩება.

მსგავსი