დაპირისპირება ოპოზიციაში 

არჩევნების ბოიკოტის რეჟიმიდან, საჯარო დისკუსიის გახსნის მოთხოვნამდე – რატომ შეცვალა „ლელომ“ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული პოზიცია.

ოპოზიციური უთანხმოება, რაც ჯერ ყოფილი პრემიერის პარტიის გადაწყვეტილებამ და შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის შეცვლილმა პოზიციამ გამოიწვია, ყოველდღიურად მწვავდება. ის რაც „ლელოსთვის“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა, ოპოზიციის რიგებში ლიდერობის მოპოვების მცდელობაა, წინააღმდეგობის პლატფორმის წევრთა ნაწილისთვის. განსაკუთრებით კრიტიკულია შეფასებებში რამდენიმე პარტია. პროტესტის საწინააღმდეგო მოქმედებებთან ერთად, „ლელოს“ ლიდერებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. ბრალდებებისა და კრიტიკის მიუხედავად „ლელოში“ ამჯერად პოზიციას არ იცვლიან, როგორც ირკვევა პარტიაში შიდა დისკუსია გახსნილია და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეხვედრები რეგიონებშიც დაწყებულია.