დაპირისპირება ოპოზიციაში

ელისაშვილ-ხაზარაძის მწვავე დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის შიგნით განხეთქილება კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

სატელევიზიო სტუდიაში „ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერებს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ საქმე ლამის ფიზიკურ შეხებამდე მივიდა. იყო უმძიმესი ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები ერთმანეთის მისამართით. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციის ერთი ნაწილი ელისაშვილს გაემიჯნა, დამოუკიდებელი გეგმით მოქმედებას იწყებს თავად ყოფილი ჟურნალისტიც, რომელიც პარლამენტში შესვლის მთავარ წინაპირობად საარჩევნო კოდექსის რადიკალურ ცვლილებას ასახელებს. „გირჩი“ კი, რომელიც გასხვავებული პოზიციის გამო ელისაშვილის მსგავსად ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მსგავსად თავდასხმის და კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გახდა, ამ ეტაპზე მოლაპარაკების გაგრძელებას ორივე მხარესთან აპირებს.

დატოვე კომენტარი