დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ბრიფინგი გამართეს. მათი მტკიცებით საწვავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შედის, რუსი ოკუპანტების ხელში ხვდება. ისინი თავმჯდომარესთან შეხვედრას და უწყებისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუ რატომ არ რეაგირებს საბჭო, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე და რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საბჭოს ერთ-ერთ წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.