დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - შეფასებები

დაპირისპირება და ახალი გადაჯგუფება „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე აკრიტიკებს. ციხეში მყოფი ექს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს. როგორც ირკვევა სააკაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში მოულოდნელი აღმოჩნდა თინა ბოკუჩავასთვის. მან სააკაშვილის გადაწყვეტილებას იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა, თუმცა პარტიის დატოვებას არ აპირებს. თავის მხრივ, კი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკუთარ თავს „კრიზის მენეჯერად“ მოიაზრებს და მზად არის პარტია ახალგაზრდებთან ერთად მართოს.