„ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სამოქმედო გეგმა. „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება“ – ასე იწყება ლევან ხაბეიშვილის ,,თანხმობის 5+1 პუნქტი“ და ოჯახურ ღირებულებებზე საუბრით გრძელდება. ხაბეიშვილი თავის შეთავაზებაში უფლის სიყვარულზე, ეკლესიის როლის გაზრდაზე, ქვეყანაში იმიგრაციის გამკაცრებაზე, ოკუპანტ რუსეთთან რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წარმოებაზე აკეთებს აქცენტს და , +1 პუნქტია – „საქართველო ივანიშვილის გარეშე”. აღნიშნული ჩამოთვლილი საკითხების შესრულების შემთხვევაში, ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების პროპაგანდა დასრულდება და ევროპასთან ინტეგრაცისა და ეკონომიკურ სიკეთეებზე მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდება. ამ ხედვას პარტიაში მომხრეები ჰყავს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებული ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილის ხედვას აკრიტიკებს. „არსად წერია რომ ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება ვინმეს ადარდებს. როცა ვამბობთ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს, არ შეიძლება ყველას არ ვგულისხმობდეთ და ყველა ნიშნავს ყველას.” წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი. ლევან ხაბეიშვილის წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.