დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ბოკუჩავას წერილი

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში“ შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად,- წერს ბოკუჩავა და ასევე აღნიშნავს, რომ ალიანსში შესვლიდან 2-3 თვეში მისი დემონსტრაციულად დატოვება მას არათანმიმდევრულობად მიაჩნდა. ბოკუჩავა შიდა პარტიულ პრობლემებზეც საუბრობს. „პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის, ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე – მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, დამსახურებაა. არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა“, – წერს თინა ბოკუჩავა.