დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარტიული არჩევნების ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელებს, დღეს უნდა შეიკრიბოს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მანამდე სოციალურ ქსელში გარკვეული საკითხები გაასაჯაროვა, რაზეც ახლა სამუშაო ჯგუფი უნდა შეთანხმდეს. ამ დროის მონაცემებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ სამმა კანდიდატმა გამოთქვა.