დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ახალციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ფრაქციის დაშლას და გუნდიდან ექვსი ადამიანის წასვლას დღეს პარტიაში ეხმაურებიან. ირაკლი ნადირაძის მტკიცებით, ბრალდებები ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით აბსურდულია და უკვე ყოფილი თანაგუნდელები, როგორც თავად ამბობს, შეცდომაში არიან შეყვანილი. ცნობისთვის, წასულები ლევან ხაბეიშვილს რეპრესიებში ადანაშაულებენ, ამის მიზეზად მათი მხრიდან ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ 6-მა წევრმა, როგორც ფრაქცია, ასევე პარტია, ოფიციალურად გუშინ დატოვა.