დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება.

პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს წალენჯიხაში, ხობში, ახალციხეში, ცაგერში, ამბროლაურში და ჭიათურაში. მათი განცხადებით, ისინი რჩებიან პარტიაში, მაგრამ არ აპირებენ მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გადაწყვეტილების მიზეზად პარტიებში არსებული ვითარება სახელდება. საკითხს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამოეხმაურნენ.