დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება. ლევან გორგილაძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოს მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს. შესაბამისად მან დაკარგა მანდატი. იგი აცხადებს, რომ უნდა დადგეს ლევან ხაბეიშვილის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებულ აზრს დევნიან. საკითხს ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა, რომელიც თანაპარტიელებს მოუწოდებს, „გამოვიდნენ საარჩევნო რეჟიმიდან“ და შეეგუონ არჩევნების შემდეგ დამდგარ რეალობას.