დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

შიდა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას აქტივისტების და წევრების ნაწილი ითხოვს. თუმცა, პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობაა. ნიკა მელიას მისამართით, საკადრო კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან დავით კეზერაშვილს ოლიგარქი უწოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პარტიაში გავლენებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა.