დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ლევან ხაბეიშვილის რევოლუციური გეგმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ბრძოლის სტრატეგია მის გუნდშიც კი კრიტიკის საგანი ხდება. ყველა რაიონში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისების გახსნა, კანონდარღვევები, ბარიკადების გადალახვა, ფიზიკურად უკან არ დახევა და საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკურად გამოხსნა – გამარჯვების შემთხვევაში ამ გეგმებზე გადის რადიკალური განცხადებებით ცნობილი ხაბეიშვილის ბრძოლის მთავარი ხაზი. თანაგუნდელების ნაწილი, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიცია, ამ განცხადების მიღმა პარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად სააკაშვილის სახელით სპეკულირების მცდელობას ხედავს. სწორედ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე პასიურობა იყო მოქმედი თავმჯდომარისთვის წაყენებული მთავარი ბრალდება, რასაც გუნდის ორად გაყოფა და თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. თუმცა, მელიას საჯარო კრიტიკა თანაგუნდელების ნაწილმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილის მხარდამჭერ ყოფილ ძალოვნებს ღიად დაუპირისპირდა.