დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნიკა მელია დავით კეზერაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: „დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“ – წერს მელია. ის კონკურენტებს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების მიზნით ბინძური მეთოდებით ბროლასა და ტყუილების გამოყენებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ლევან ბეჟაშვილის მიერ ნახსენებ ავტომობილს, რომელიც მისი თქმით, მელიამ საჩუქრად მიიღო. თავად მელია ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. აუდიტის სამსახური საკითხის შესწავლას გეგმავს.