დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

მინიშნებებით საუბარი უმძიმესმა ბრალდებებმა ჩაანაცვლა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება.

ნიკა მელია ორწლიან დუმილს არღვევს და ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს პარტიაზე გავლენების მოპოვების მცდელობაში და ბინძური მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს. კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირველად ოთხი თვის წინ პირველი არხის ეთერში გააკრიტიკა, თუმცა ამჯერად მელია საკუთარ პრეტენზიებს დეტალურად ასაჯაროებს და იმ პროცესებზე საუბრობს, რასაც გუნდის ორად გახლეჩა მოჰყვა. ნიკა მელია მისი ფარული ჩანაწერის გავრცელებაში მერაბიშვილს ამხელს, მის მიერ მხარდაჭერილ ლევან ხაბეიშვილს კი მოსყიდულად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, შიდა კონფლიქტი გაცილებით ადრე, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე პირველად ამბობს, რომ მაშინ ციხიდან ახლად გამოსული ვანო მერაბიშვილი გლდანში მის საარჩევნო შტაბს მიზანმიმართულად ანგრევდა.

ბრალდებას არანაკლებ მძიმე რეაქციები მოჰყვა მეორე მხრიდან.