დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ახალი თავმჯდომარის არჩევნების მოახლოებასთან ერთად შიდაპარტიული დაპირისპირება მწვავდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. არ არის გამორიცხული, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის რბოლაში პარტიიდან წასული ზურაბ ჭიაბერაშვილიც ჩაერთოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო პროცედურების შესახებ დღეს სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება.

როგორ აფასებენ არჩევნებში ჭიაბერაშვილის შესაძლო მონაწილეობას და პარტიაში არსებულ ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები, – თათია ტაბეშაძე დეტალებით.