დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობა“ 5 აგვისტოს ყრილობის მოლოდინშია. ყრილობის მზადების პარალელურად, პარტიის წევრებს შორის არ წყდება ურთიერთბრალდებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფენ, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ეს ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, რამაც პარტიაში დაპირისპირება გააღრმავა, ადასტურებენ, რომ სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი ყველა პარტიის წევრისთვის კარგად იყო ცნობილი, თინა ბოკუჩავას კი, სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო.
პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად, საქართველოს გარშემო ექვსთვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დედაქალაქში ქალებთან უკვე გამართა.
მორიგი დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ პარტია დაშლის პირასაა.